25 აპრილი 2024,   11:21
ვრცლად
ზუგდიდში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - მათგან 3 მერიის თანამშრომელია

ზუგდიდში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულებიდან 15 ე.წ. ზუგდიდის კლასტერის წევრია, მათგან სამი ზუგდიდის მერიის თანამშრომელია. რაც შეეხება კიდევ სამ ინფიცირებულს, ისინი უცხოეთიდან ჩამოსული მოქალაქეები არიან და საკარანტინო ზონებში იმყოფებოდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები ღრმა ეპიდკვლევას აწარმოებენ. რაც შეეხება მერიას, კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენა მიმდინარეობს და მათ თვითიზოლაციაში გადაიყვანენ, ასევე, მერიის თანამშრომლები პროტოკოლის თანახმად, ხელახლა გაიტესტებიან. სულ რეგიონის მასშტაბით ამ დროისთვის 65 ინფიცირებულია.

დღის ამბები