20 აპრილი 2024,   17:57
ვრცლად
ზუგდიდში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - მათგან სამი "ოქროს ბირჟის" კლასტერია 

ზუგდიდში გამოკვლეული პირებიდან კორონავირუსი 13 პირს დაუდასტურდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათგან სამი ზუგდიდის ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერია, ერთი ფოთში ინფიცირებულის მეუღლეა, 6 ოკუპირებულ საბერიოში მცხოვრები პირია, სამი პაციენტი კი იმერეთისა და გურიის მცხოვრებია.

ამ დროისთვის, რეგიონში სულ 72 კოვიდინფიცირებულია, რუხის კლინიკაში კი სამი პაციენტი გამოჯანრთელდა.

დღის ამბები