17 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
ჩვენ არ ვადანაშაულებთ "ქართულ ოცნებას" ძალადობის პროვოცირებაში, ჩვენ ვადანაშაულებთ "ქართულ ოცნებას" ძალადობაში - დიმიტრი შაშკინი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი დიმიტრი შაშკინი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ბოლნისის რაიონში ორგანიზებული ბანდა მოქმედებს, რომელსაც გოგი მეშველიანის ძმა ხელმძღვანელობს და მოსახლეობას აწიოკებს. შაშკინის თქმით, ეს ადამიანების ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებიან და ბილბორდების ბოძებს აჭრიან.

"ჩვენ არ ვადანაშაულებთ "ქართულ ოცნებას" ძალადობის პროვოცირებაში, ჩვენ ვადანაშაულებთ "ქართულ ოცნებას" ძალადობაში - ეს ორი სხვადასხვა რაღაცაა.

ეთიკის კოდექსზე საუბარს მე არ დავიწყებ, რადგან ბოლნისში ერთი კვირის განმავლობაში ბანდა აწიოკებს მოსახლეობას. რა ეთიკის კოდექსზე უნდა ვილაპარაკო?

ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ზოგადი არ არის. ბოლნისის რაიონში მოქმედებს ორგანიზებული ბანდა, სადაც ნარკოტიკული თრობის ქვეშ ხალხი, რომელსაც ხელმძღვანელობს უშუალოდ გოგი მეშველიანის ძმა, აწიოკებს მოსახლეობას. ბილბორდების ბოძებს აჭრიან. თქვენ გაგიგიათ საქართველოს რეალობაში, რომ სადმე, რომელიმე რაიონში აჭრიდნენ ბილბორდის ბოძებს? ეს ხდება თეთრიწყაროში.

ბოლნისში თქვენს კოლეგას პირდაპირ ეთერში ემუქრებიან თავის მოჭრით და თქვენ ეთიკის კოდექსზე მესაუბრებით?! თავს მოგაჭრიო ადგილობრივმა დეპუტატმა უთხრა პირდაპირ ეთერში თქვენს კოლეგას.

ამას არეგულირებს, როგორც იურისტი გპასუხობთ, სისხლის სამართლის კოდექსი, სადაც არის მუხლი ძალადობა და ა.შ.," - აცხადებს დიმიტრი შაშკინი "დღის კურიერის" პირდაპირ ეთერში.

შეგახსნებთ, ინციდენტი ბოლნისში გუშინ მოხდა. გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში ერთმანეთს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დღის ამბები