20 აპრილი 2024,   14:36
ვრცლად
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 235 აჭარაში გამოვლინდა

აჭარაში კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა დადასტურდა - უმრავლესობა წინა დღეებში გამოვლენილ შემთხვევებთან არიან კონტაქტირებული.

გასული 24 საათის განმავლობაში ახალი პროტოკოლის თანახმად სტაციონარი და საკარანტინო სივრცე დატოვა 175 პაციენტმა. დღის ბოლომდე 160-მდე პაციენტის ბინაზე გაწერა იგეგმება.

სტაციონარში 447 პირია მოთავსებული, აქედან 43 არასრულწლოვანი და 13 ორსულია.

რეანიმაციულ განყოფილებაში 23 პაციენტი რჩება. ბინაზე მკურნალობას აგრძელებს 700-მდე პირი.

დღის ამბები