19 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან კიდევ ერთი, მე-12 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსგან დაცვის ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 1 ოქტომბერს კორონავირუსით 74 წლის კაცი გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში 30 სექტემბრიდან მკურნალობდა, მამაკაცს გულსისხლძარღვთა მძიმე დაავადებებიც ჰქონდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტირება 234 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან 67-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობას 146 პაციენტი გადის, მათგან 123-ს COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზი აქვს.  მძიმე მდგომარეობაშია 17 პირი, საშუალო სიმძიმისაა 47.

ოკუპირებულ აფხაზეთში ამ ეტაპზე კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1525-ია. გამოჯანმრთელდა 558, გარდაცვლილია 12.

დღის ამბები