20 აპრილი 2024,   14:29
ვრცლად
გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი კლინიკების წინააღმდეგ - 18 წლის ბიჭის ოჯახი გამოძიების დაწყებას ითხოვს

თედლიაშვილების ოჯახის მთავარი ინტერესი ახლა შვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენაა. მშობლებს კითხვები იმ კლინიკების მედპერსონალთან აქვთ, სადაც მათი შვილი რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა.

ისინი 18 წლის ბიჭის გარდაცვალების რეალური მიზეზის დასადგენად გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. ერეკლე თედლიაშვილი სამი თვის განმავლობაში ორ კლინიკაში, "ნიუ ჰოსპიტალსა" და "ჯერარსში" მკურნალობდა.

ტრაგედიის ზუსტი მიზეზის დასადგენად ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროსგან საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. 

დღის ამბები