24 აპრილი 2024,   07:42
ვრცლად
რამდენიმე წუთის წინ აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ რესტორანში 2 პირი დაჭრეს - ბრალდებული უკვე დაკავებულია

სამართალდამცავებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის 116 ნომერში მდებარე რესტორან "ანკარა სთაილში" ორ პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა რ.მ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის სიახლოვეს, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რომელიც 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები