"დავაბრუნოთ პარლამენტი ქუთაისში" - ამ სლოგანით ქუთაისში აქცია გაიმართა. "ევროპული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოთარ კახიძის განცხადებით, ქუთაისს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი უნდა დაუბრუნდეს.
"დიდი ცვლილებების დრო უნდა დადგეს. ქუთაისს 8 წელი მოპარა ივანიშვილმა, წაართვა პარლამენტი, როგორც ინსტიტუტი, თუმცა გვაქვს შენობა. ქუთაისს თავისი ისტორიული ფუნქცია, საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი უნდა დაუბრუნდეს და ჩვენ, "ევროპული საქართველო" ქუთაისს ამას ვპირდებით," - განაცხადა ოთარ კახიძემ.