23 ნოემბერი 2024,   17:13
ვრცლად
გორში 39 წლის სამხედრო მოსამსახურე დაშავდა 

გორში სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.  39 წლია მამაკაცი, თბილისში, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს. 

კლინიკაში დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თავად პაციენტის თხოვნის შესაბამისად არ საუბრობენ.

რაც შეეხება უშუალოდ ინციდენტს, დეტალები, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის. 

"ჩემს შვილს ხერხემალი სამგან აქვს გადატეხილი და მას ოპერაცია ჩაუტარდა. ვერ გეტყვით ეს დაზიანებები თავდასხმისგან მიიღო თუ ჩავარდნით, ოთხივე კიდური პარალიზებულია. მან ნაცნობ პოლიციელთან დარეკა და უთხრა, სადღაც შენობაში ვარ, მიპოვეთო. ვერხვები ახსენა და იქვე იპოვეს 2 საათში,"- განაცხადა დაშავებულის დედამ. 

დღის ამბები