ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევიდან 111 დედაქალაქში გამოვლინდა. აღნიშნული მონაცემებზე დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ისაუბრა და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა სიფრთხილის გამოჩენისკენ, განსაკუთრებით თბილისში:
"ცოტა თბილისს უნდა გავუფრთხილდეთ, გარკვეული მატებაა," - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.