08 მაისი 2024,   19:46
ვრცლად
დუშეთში ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, მისივე ფსიქიკური პრობლემების მქონე ნათესავია

დუშეთში 60 წლამდე ქალის მკვლელი, სავარაუდოდ, მოკლულის ნათესავი, 23 წლის მამაკაცია.

როგორც მეზობლები "კურიერთან" ჰყვებიან, მკვლელი, სავარაუდოდ, ფანჯრიდან შევიდა და ქალს დანით ჭრილობები თავის, ხელის, მუცლის და ფეხის არეში მიაყენა. მათივე ცნობით, ეჭვმიტანილი ამ დრომდე არ დაუკავებიათ. 

როგორც მეზობლები აღნიშნავენ, სავარაუდო დამნაშავე ფსიქიკურად დაავადებულია. 

შეგახსენებთ, რომ დუშეთში, სოფელ პავლეურში 60 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.

დღის ამბები