02 მაისი 2024,   23:59
ვრცლად
"ვენახში ჩამოვარდა და რამდენიმე ძირი ვაზი გაფუჭდა" - საგარეჯოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

საგარეჯოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. შემთხვევა დასახლებულ პუნქტებთან ახლოს ერთსა და იმავე დროს სოფელ უდაბნოსა და სოფელ სანავარდოს მიმდებარედ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქების ძლიერი ხმა იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო.

"ისეთი ხმაური იყო, რომ შეგვეშინდა. ბავშვმა სახლში შემოირბინა, რაღაც ჩამოვარდაო. ბიჭებმა ნახეს და დახლოებით 1 მეტრო ყოფილა," - აცხადებს ადგილობრივი.

თითქოს ზედ გადამიფრინა. დაახლოებით 5-დან 10 წუთამდე იყო რაღაც საშინელი ხმა. დაშავებით არავინ დაშავებულა, ვენახში ჩამოვარდა და რამდენიმე ძირი ვაზი გაფუჭდა," - აღნიშნავს ადგილობრივი.

დღის ამბები