ილიას ბაღში კიბერსპორტის ტურნირი გაიმართა. საღამოზე თავი 100-ზე მეტმა ჩუღურეთელმა ახალგაზრდამ მოიყარა. გამართულ ტურნირში ახალგაზრდები ერთმანეთს კიბერთამაშებში შეეჯიბრნენ, გამარჯვებულები კი სხვადასხვა სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ტურნირის პარალელურად, დიდ ეკრანზე წარმოდგენილი იყო საქართველო-ბელარუსის მატჩი. ღონისძიებას ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ვოლსკი და ჩუღურეთის რაიონის საკრებულოს დეპუტატი რიმა ბერაძეც ესწრებოდნენ.