19 აპრილი 2024,   22:27
ვრცლად
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა - მგზავრობა, დროებით, მხოლოდ "დელისამდეა" შესაძლებელი

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე ტექნიკური პრობლემის გამო მეტროსადგურები "ვაჟა-ფშაველა" და "სახელმწიფო უნივერსიტეტი" დროებით მგზავრებს არ ემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, პრობლემა სერიოზული არ არის, თუმცა მის აღმოფხვრას გარკვეული დრო სჭირდება.

კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ, დაახლოებით რამდენ ხანში აღდგება აღნიშნული ორი მეტროსადგურის მუშაობა. 

დღის ამბები