გიორგი შაქარაშვილის საქმის ნაფიცი მსაჯულებისთვის გადაცემის საკითხზე პროკურორი აცხადებს, რომ ეს, თავად ბრალდებულების გადასაწყვეტია. თუმცა, მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.
"მოსამართლე ბრალდებულებს განუმარტავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ დებულებებს. ამის შემდეგ კი, მათი უფლება გახლავთ, აირჩევენ თუ არა ნაფიც მსაჯულებს. ეს შეეხება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში ბრალდებულებს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, თუ მოსამართლე, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, აუცილებლად დადგება გამამტყუნებელი განაჩენი,"- აცხადებს პროკურორი გიორგი მუკბანიანი.
შეგახსენებთ, შაქარაშვილის საქმის ნაწილის განხილვას ნაფიცი მსაჯულები დაიწყებენ. საქმე ეხება მხოლოდ ერთ ეპიზოდს, საუბარია თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე.