მატროსოვის ციხეში ივერი მელაშვილს ადვოკატი შეხვდა. მან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სურს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გასაჩივრდეს.
"ბატონ ივერს სურს, რომ გავასაჩივროთ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა. რა თქმა უნდა, მოლოდინები არ გვაქვს, რომ შედეგი იქნება. უბრალოდ ფორმალური თვალსაზრისით, ეს არის მნიშვნელოვანი შემდეგი სამართლებრივი ნაბიჯების გადასადგმელად. ბრალდება არასწორად და ტყუილად არის წარდგენილი,"- აცხადებს ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.
შეგახსენებთ, დავით გარეჯის დელიმიტაცია/დემარკაციის საქმეზე პირველი ინსტანციის მოსამართლემ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების უმკაცრესი ფორმა გამოიყენა.