17 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
რეკომენდაციები, რომელმაც პროცესებს ვერ ჩამოუსწრო - რატომ არ დაელოდა პარლამენტი ვენეციის კომისიის დასკვნას

პარლამენტის მოთხოვნიდან მე-18 დღეს ვენეციის კომისიამ საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა. თუმცა, დოკუმენტმა პროცესებს ვერ ჩამოუსწრო - "საერთო სასამართლოების შესახებ კანონი" უკვე კვირაზე მეტია მიღებულია. მისი დამტკიცების თაობაზე ევროსაბჭოს ექსპერტებს 30 სექტემბერსვე აცნობეს, სწორედ ამიტომ იყო ვენეციის კომისიის 7 გვერდიან დოკუმენტში კრიტიკული ხაზი იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რეკომენდაციები ჯერ მოითხოვა და შემდეგ მათ არც კი დაელოდა. 

მმართველი პარტია პროცესის დაჩქარებას იმით ხსნის, რომ კენჭისყრის გადადებით სასმართლო პროცესი კიდევ რამდენიმე თვე გაიწელებოდა, თუმცა თავად ვენეციის კომისიის დოკუმენტში განმარტებულია, რომ დაგვიანებით მიმართეს. 

დამტკიცებული დოკუმენტის 37 პუნქტიან ანალიზში მეტწილად სწორედ იმ ხარვეზებზეა საუბარი, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის გასაუმჯობესებლად შესაცვლელია. კერძოდ, ეხებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების წესს, რადგან მათი თქმით, აუცილებელია, კენჭისყრის შედეგებისა და დასაბუთების პარალელურად, საბჭოს იმ წევრის ვინაობის გასაჯაროებაც, რომელმაც საკუთარი ხმა დააფიქსირა. ასევე აქცენტს აკეთებენ მოსამართლეთა არჩევის წესისა და კვალიფიკაციის ნაწილის დახვეწის აუცილებლობაზე. დოკუმენტში მოწონებულია მართლმსაჯულების რეფორმირების საქმეში საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევაც და ნათქვამია, რომ იყო სწორი მიმართულებებიც.



 

დღის ამბები