26 ნოემბერი 2024,   20:18
ვრცლად
არასრულწლოვანზე გარყვნილი ქმედების ბრალდებით იმერეთში მამაკაცი დააკავეს

არასრულწლოვანზე გარყვნილი ქმედების ბრალდებით იმერეთში მამაკაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დამნაშავეს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, დაახლოებით, ათი წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედება ჰქონდა.

შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დღეს დააკავეს. მომხდარზე გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

დღის ამბები