"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამომრჩეველს ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში შეხვდა. ოპოზიციის ლიდერმა ქუთაისის განვითარების პროგრამა წარმოადგინა.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, ქუთაისი - საქართველოს პოლიტიკურ ცენტრად გადაიქცევა, მიღებული იქნება კანონი ქუთაისის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ და ქალაქი სამხრეთ კავკასიის ტურისტული ცენტრი გახდება. მხარდამჭერებთან შეხვედრას ქუთაისში მერობის კანდიდატი გიგა შუშანია და გაერთიანებული ოპოზიციის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.
"უკვე 3 თვე არის ჩვენ კარდაკარ დავდივართ და ყველა ქუთაისელს მივწვდით ფაქტობრივად. ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ჩვენი მხარდამჭერები და აქტივისტები, უბრალოდ ქუთაისელები, რომლებსაც აინტერესებთ რა მუხტი გვაქვს, როგორ გამოვიყურებით, ერთად შევკრებილიყავით და ერთად აგვეღო ვალდებულება, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა," - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.