08 სექტემბერი 2026,   05:45
ვრცლად
ენმ "ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბს ძალოვნების საარჩევნოდ გამოყენებაში ადანაშაულებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდში "ქართული ოცნების" შტაბს, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების საარჩევნოდ გამოყენებაში ადანაშაულებს.

პარტიის ადგილობრივ შტაბში გამართულ ბრიფინგზე ანა წითლიძემ განაცხადა, რომ სხვადასხვა რეგიონსა და უწყებაში დასაქმებულ ზუგდიდელებს მმართველი პარტიის ოფისში იბარებენ და მათ კონკრეტულ დავალებებს აძლევენ. ამასთან, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მტკიცებით, ყველა მათგანი კონკრეტულ სხვადასხვა საარჩევნო უბნებზეა მიმაგრებული, ენმ-ს კი ეს ინფორმაცია სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა მიაწოდა.

დღის ამბები