გიგი უგულავა წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში, ბაქოსა და ერევნის ქუჩების მაცხოვრებლებს შეხვდა. გიგი უგულავამ ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დახმარებას დაპირდა.
"ამ არჩევნებზე უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილება და ის გეგმა რომელიც ჩვენ გვაქვს, გადასახადების დაწევა არის უალტერნატივო იმისთვის, რომ სწრაფად დაიწყოს ეკონომიკამ მუშაობა და სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ ასევე გვჭირდება დიდი პროექტები, ზუგდიდის კონკრეტული პროექტი აქვს, ეს არის ანაკლიის პორტი, რომელიც არა მარტო ზუგდიდის, არამედ მთელი სამეგრელოს დასაქმების ახალი პერსპექტივის წყაროა და სანამ ივანიშვილი იქნება ეს არ გაკეთდება,"-აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა.