"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი კახეთში მხარდამჭერებს შეხვდა. ნინო ბურჯანაძემ ლაგოდეხის მოსახლეობას პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც პარტიას სოფლის მეურნეობის მიმართულებით ექნება. ნინო ბურჯანაძე არჩევის შემთხვევაში ადგილობრივებს სოციალურად დაუცველებისთვის სპეციალური პროგრამის ამუშავებას დაპირდა.