დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2020-2021 წლების გრიპის სეზონურ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკის და სპეციფიკური პრიორიტეტული ჯგუფების ნუსხას აქვეყნებს.
ჯგუფები, რომელიც ჯანმოს რეკომენდაციებისა და ქვეყანაში არსებული გრიპის ვითარების გათვალისწინებით განისაზღვრა შემდეგია:
ა) სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონეთაგან:
ა.ა) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პირები 65 წლის და ზემოთ;
ა.ბ) გულსისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები 65 წლის და ზემოთ;
ა.გ) დიაბეტის მქონე პირები;
ა.დ) დიალიზზე მყოფი პირები;
ა.ე) C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
ა.ვ) აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
ბ) სხვა პრიორიტეტული ჯგუფები:
ბ.ა) ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
ბ.ბ) ორსულები;
გ) პროფესიული ჯგუფები:
გ.ა.) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი:
გ.ა.ა.) ექიმები;
გ.ა.ბ.) ექიმი-რეზიდენტები;
გ.ა.გ.) ექთნები (მ.შ. უმცროსი ექთნები, ექთნის თანაშემწეები);
გ.ა.დ.) საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტები;
გ.ა.ე.) ბებიაქალები;
გ.ა.ვ.) სტომატოლოგები;
გ.ა.ზ) სტომატოლოგის ასისტენტები, სტომატოლოგიის ექთნები;
გ.ა.თ) სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან;
გ.ა.ი) სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და პათოლოგანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიოლოგიურ მასალასა და პაე0ნტებთან;
ბ.) ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი:
გ.ბ.ა.) ფრინველებთან მომუშავე პერსონალი;
გ.ბ.ბ.) მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები; გ)მონადირეები;
გ.ბ.დ.) ვეტერინარები;
გ.ბ. ე) ვეტერინარული ლაბორატორიის თანამშრომლები;
გ.გ.) სხვა პროფესიული საქმიანობის ჯგუფი:
გ.გ.ა.) ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი;
გ.დ) თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები:
გ.დ.ა.) საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები;
გ.დ.ბ.) სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები;
გ.დ.გ.) საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეები;
გ.დ.დ.) სამხედრო სამედიცინო გვარეობის საშტატო თანამდებობაზე მომუშავე სამედიცინო პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან.
გ.ე.) პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი;
გ.ე.ა.) პატიმრობის დაწესებულება,
გ.ე.ბ.) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება,
გ.ე.გ.) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება.
უწყების ინფორმაციით, გარდა ზემოთ განსაზღვრული 2020-2021 წლების გრიპის სეზონურ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკის და სპეციფიკური პრიორიტეტული ჯგუფებისა, ვაქცინაციას დაექვემდებარება, მათი ოჯახის წევრები (უპირატესად ბავშვები), სსიპ - ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (შემდგომში ცენტრი) და მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების თანამშრომლები (მათი ოჯახის წევრები) და დასაბუთებული მომართვის საფუძველზე, ცენტრის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე პირები.