19 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
დესპანი ქვევრი ღვინის სამშობლოდან - მხატვარმა ზურა გომელაურმა 2500 წლის წინანდელი ქვევრი მოხატა

ასოციაცია ქართული ღვინის ინიციატივით, მხატვარმა ზურა გომელაურმა 2500 წლის წინანდელი ქვევრი მოხატა. უძველეს ქვევრზე ძველი ქართული ორნამენტიკა, მითოლოგია, სიცოცხლის სიმბოლოები და ბორჯღალოები გადაიტანა. ასე შეიქმნა ნიმუში და ხორცი შეესხა ასოციაცია ქართული ღვინის იდეას.

პროექტს, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ დაიბადა, პანდემიის პირობებშიც კი განვითარებას განაგრძობს. ეს არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქვევრის, როგორც კულტურათა შორის დამაკავშირებელი, ქვეყნის საიმიჯო და არა მხოლოდ ქართული მეღვინეობის, არამედ მთელი ქვეყნის კულტურის გამავრცელებელის სტატუსის მინიჭებასა. ასეთი მოხატული ქვევრი უნდა გახდეს საქართველოს ისტორიის მთხრობელი დანარჩენ მსოფლიოსთან.

დღის ამბები