19 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 100-მდე ბავშვი მოიწამლა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 100-მდე ბავშვი მოიწამლა. აღნიშნული "კურიერს" ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ნაკა ჭყონიამ დაუდასტურა.

მისივე განცხადებით, სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის ბაღებში ნაცვლად 1 ოქტომბრისა, კოვიდის გამო, 15 ოქტომბერს განახლდა. უკვე მეორე დღეს კი ბავშვებში მოწამვლის სიმპტომები, მაღალი სიცხე, დიარეა,  დაიწყო.

მსგავს სიტუაციაში დღეს ოზურგეთში 11 ბაღი და 100-მდე აღსაზრდელია. სიტუაციას ეპიდემიოლოგებთან ერთად, სურსათის უვნებლობის სამსახურიც იკვლევს.

დღის ამბები