02 მაისი 2024,   01:14
ვრცლად
ავღანეთში დარჩენილი ამერიკელი ჯარისკაცები საშობაოდ შინ უნდა დაბრუნდნენ - დონალდ ტრამპი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ავღანეთში დარჩენილი ამერიკელი ჯარისკაცები საშობაოდ შინ უნდა დაბრუნდნენ.

თუმცა სამხედრო მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ეს ეტაპობრივად და ადგილზე მდგომარეობის გაუმჯობესების შესაბამისად უნდა მოხდეს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობა კი მიიჩნევს, რომ კოალიციურმა ძალებმა ავღანეთი ისევე ერთად უნდა დატოვონ, როგორც 19 წლის წინ ეს სამხედრო ინტერვენცია დაიწყეს.

ამერიკის მთავრობის თანახმად, ავღანეთისა და პაკისტანის ტერიტორიები დაახლოებით 20 ტერორისტული დაჯგუფების სამშობლოა, მეტის, ვიდრე რომელიმე სხვა რეგიონი მსოფლიოში.

დღის ამბები