08 სექტემბერი 2026,   06:26
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმე - გორის სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების შერჩევა იწყება

დღეიდან გორის სასამართლოში იმ ნაფიცი მსაჯულების შერჩევა იწყება, რომელთაც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული პირების ბედი ნაწილობრივ უნდა გადაწყვიტონ. საუბარია ვახტანგ ჩიქოვანზე, არჩილ გაგნიძესა და ნიკოლოზ რევაზიშვილზე.

ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა თქვან, არიან თუ არა დაკავებულები დამნაშავეები გატაცებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში. ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძესა და ნიკოლოზ რევაზიშვილს კიდევ ორ ბრალდებულთან ერთად შაქარაშვილის მკვლელობაშიც ედებათ ბრალი, თუმცა ამ საქმეს კვლავ მცხეთის სასამართლო განიხილავს. 

"გაიმართება ნაფიცი მსაჯულების შერჩევა გორის რაიონულ სასამართლოში. აღნიშნულ პროცედურას სამართლებრივად, 90-დღიანი ვადა აქვს. შესაბამისად, ამ 90 დღეში დაცვის მხარემ და ასევე, ბრალდების მხარემ უნდა შევარჩიოთ ის 12 ნაფიცი მსაჯული, რომელიც განიხილავს გატაცების ეპიზოდს. ბრალდებულები უნდობლობას უცხადებენ სასამართლოს და მიაჩნიათ, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ საქმეში არის ის, რომ მათი საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ,“ - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

პარალელურად, როგორც "კურიერს" ექსკლუზიურად ერთ-ერთი ბრალდებულის, ირაკლი წაქაძის ადვოკატმა უთხრა, პროცესების ნაწილი ამიერიდან თბილისის საქალაქო სასამართლოშიც ინაცვლებს. 

დღის ამბები