25 აპრილი 2024,   10:37
ვრცლად
დღეიდან თბილისსა და ქუთაისში კორონავირუსის ​დიაგნოსტირება ანტიგენის სწრაფი ტესტითაც იქნება შესაძლებელი

დღეიდან თბილისსა და ქუთაისში კორონავირუსის ​დიაგნოსტირება ანტიგენის სწრაფი ტესტითაც იქნება შესაძლებელი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ტესტირების ეს მეთოდი ბევრად ამცირებს კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების გამოვლენის დროს და მასზე რეაგირების სწრაფ შესაძლებლობას იძლევა. სავარაუდოდ, ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებზე გადასვლა თბილისსა და ქუთაისში არსებულ ცხელების ცენტრებში მოხდება.

გამყრელიძე ამბობს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ რეკომენდაცია გასცეს რამდენიმე კომპანიის მიერ ნაწარმოებ ანტიგენ ტესტზე, რომელიც, დაახლოებით, 15 წუთში იძლევა პასუხს ვირუსზე.

დღის ამბები