ქობულეთში, ინკასაციის მანქანის დაყაჩაღების ფაქტზე "საქართველოს ბანკში" განაცხადეს, რომ ინკასაციის მანქანა სხვა კომპანიას ეკუთვნის და "საქართველის ბანკთან" კავშირი არა აქვს.
ბანკის ინფორმაციით, მანქანა კომპანია DDG -ს ეკუთვნის. საქმესთან დაკავშირებით შსს-ში გამოძიება 178-ე ძარცვის მუხლითაა დაწყებული.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქობულეთში, ერთ-ერთი კომპანიის ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს, საიდანაც დაახლოებით 50 000 ლარზე მეტია გატაცებული.