ხობში მამაკაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა. მას სასტიკად მისივე ნათესავი მამაკაცი შვილებთან ერთად გაუსწორდა. "კურიერის" ინფორმაციით დაპირისპირებული მხარეები ნათესავები და ამავდროულად მეზობლები არიან.
ინციდენტში მონაწილე 2 პირი უკვე იდენტიფიცირებულია, ისინი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 117 მუხლით დაიწყო. გვამი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.