19 აპრილი 2024,   19:52
ვრცლად
ქარელში საკრებულოს დეპუტატს ავტომანქანა გასტაცეს

ყაჩაღობა ქარელში - საკრებულოს დეპუტატის ავტომანქანის გატაცების ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. 63 წლის მამაკაცმა ზურაბ ახმედოვს დანის გამოყენებით "ტოიოტა ლენდ კრუიზერის" მარკის ავტომობილი გასტაცა.

შემთხვევა სოფელ თელეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ საავტომობილო გზაზე მოხდა. ბოროტმოქმედი წარსულში არაერთხელ ნასამართლევია. მას 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


დღის ამბები