24 აპრილი 2024,   18:52
ვრცლად
მთავარი ამ საქმის მეორე ეტაპის ბოლომდე მიყვანაა - კახა კალაძე ზუგდიდის სპეცოპერაციაზე

"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე განაცხადა, რომ სპეცოპერაცია ჯერ არ დასრულებულა და ყველაფერი კეთდება დამნაშავეს დასაკავებლად.

"მთავარი არის ამ საქმის მეორე ეტაპის ბოლომდე მიყვანა. დაკავებული იყოს თვითონ თავდამსხმელი და ამ მიმართულებით მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო სამუშაოები. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი გუნდისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება მომავალში არის ადამიანები, მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება," - აღნიშნა კახა კალაძემ. 

დღის ამბები