24 აპრილი 2024,   09:21
ვრცლად
წყალტუბოში კურორტის გენგეგმის კონცეფციის საკონკურსო წინადადებების საჯარო პრეზენტაცია გაიმართა

წყალტუბოში კურორტის გენგეგმის კონცეფციის საკონკურსო წინადადებების საჯარო პრეზენტაცია გაიმართა. 
ღონისძიებას ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ესწრებოდა. საკონკურსო კონცეფციები საზოგადოებას წყალტუბოს განვითარებისათვის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებაზე  გამოცხადებული კონკურსის მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა გააცნეს.  
მათ საზოგადოებას წარუდგინეს კურორტის განვითარების  ძირითადი მიმართულებები.  
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში წინადადებები სამმა კომპანიამ წარადგინა. 

კონკურსში გამარჯვებული კომპანია წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციას ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში შეიმუშავებს.  

გენგეგმით უნდა განისაზღვროს ის აუცილებელი ღონისძიებები, რაც კურორტს შეუნარჩუნებს უნიკალურ ფუნქციურ-გეგმარებით სტრუქტურას და ქალაქს ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან დაიცავს.

გამარჯვებული კომპანიის მიერ შესრულებული გენგეგმა დაადგენს, თუ  რა მოცულობის მშენებლობის განხორციელებაა შესაძლებელი წყალტუბოს  ცენტრალურ ზონაში. იმ ტერიტორიაზე, სადაც განლაგებულია ძირითადი საინვესტიციო პროექტები - ძველი სანატორიუმები, რომლებიც საპრივატიზაციო ნუსხაში დასახელდება.

დღის ამბები