ყაჩაღობა ზუგდიდში - პირმა ჯერ ავტომობილი გაიტაცა, შემდეგ ბენზინგასამართ სადგურზე ოპერატორს ფული წაართვა. ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.