ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულთა მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება.
ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა. ყველა მათგანი ერთი ოჯახის წევრია. დაღუპულია 4 წლის ბავშვი, მამა, ბიძა და ბებია. დაშავდა დედა და კიდევ ერთი არასრულწლოვანი.
წინასწარი ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. მიმდინარეობს გამოძიება.