19 აპრილი 2024,   19:31
ვრცლად
კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში - 27 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებულ აფხაზეთში. ჯანდაცვის დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ტესტირება 480 ადამიანს ჩაუტარდა.

ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 141 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 27 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ოკუპირებულ რეგიონში პანდემიის განმავლობაში კოვიდ-19-ით სულ 35 ადამიანი გარდაიცვალა.

დღის ამბები