18 აპრილი 2024,   21:51
ვრცლად
ჰქონდა თანმხლები დაავადებები, მაგრამ სიკვდილის მიზეზი იყო "კოვიდ 19"- "ჯერარსის" სამედიცინო დირექტორი გარდაცვლილ სამედიცინო პერსონალზე

კლინიკა "ჯერარსში" გარდაცვლილ სამედიცინო პერსონალს, 69 წლის ქალს თანხმლები დაავადებები ჰქონდა, თუმცა მისი სიკვდილის მიზეზი "კოვიდ 19"-ით გამოწვეული მძიმე პნევმონია გახდა - ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა დავით ყაზაიშვილმა ისაუბრა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოსი ინფექციას სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირი ემსხვერპლა. 

"69 წლის ქალბატონი გადმოიყვანეს ახალქალაქიდან. იყო "კოვიდ 19"-ით განპირობებული მძიმე პნევმონია, ფილტვის მძიმე დაზიანება და სუნთქვის მწვავე და მძიმე უკმარისობა. მიუხედავად ჩატარებული მკურნალობის და ინტენსიური თერაპიისა, გუშინ, დილის 7 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.

ჰქონდა თანმხლები დაავადებები - შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, მაგრამ სიკვდილის მიზეზი იყო "კოვიდ 19"-ით გამოწვეული პნევმონიით გამოწვეული სუნთქვის მძიმე უკმარისობა,"-განაცხადა დავით ყაზაიშვილმა. 

დღის ამბები