30 ნოემბერი 2020,   02:22
ვრცლად
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავარიას 28 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ იორმუღანლოსთან მოხდა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცი გზაზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მას სწრაფად მიმავალი მანქანა დაეჯახა. ის ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

დღის ამბები