27 აპრილი 2024,   08:05
ვრცლად
თბილისში სამკურნალოდ არის, ორშაბათს თუ სამშაბათს წავიდა - ბადრი ესებუას ძმა

ზუგდიდის ცენტრში "საქართველოს ბანკზე" სავარაუდო თავდამსხმელის ბადრი ესებუას ძმის განცხადებით, მისი ძმა თბილისში სამკურნალოდ იმყოფება და მედიის კითხვებს თავად გასცემს პასუხს.

ძმის განცხადებით, სავარაუდო დამნაშავე დაახლოებით 1 კვირის წინ წავიდა დედაქალაქში.

"ჩემი ძმა მოვა ხვალ, სავარაუდოდ. თვითონ გააკეთებს მერე დანარჩენ კომენტარს. არ ვიცი ზუსტად სად იყო 21-ში, მაგრამ მსგავსებაც არანაირი არ არის, სიმაღლეში და ტანადაც სხვა აღნაგობა არის. თბილისში სამკურნალოდ არის, ორშაბათს თუ სამშაბათს წავიდა, არ მახსოვს ზუსტად," - განაცხადა ბადრი ესებუას ძმამ ბიძინა ესებუამ.

მეექვსე დღეა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდის ცენტრში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელს ეძებს. პარალელურად, მედიაში ძებნილის სავარაუდო ვინაობა დასახელდა. მედიის ცნობით, პირი, რომელიც ბანკში შეიჭრა, ბადრი ესებუაა.

 

დღის ამბები