20 აპრილი 2024,   17:25
ვრცლად
"ევროპული საქართველო" ბათუმის ნავსადგურში ქიმიური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს

"ევროპული საქართველო" ბათუმის ნავსადგურში ქიმიური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს. პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების არმაზ ახვლედიანისა და ვახტანგ კალოიანის განცხადებით, ქიმიური ტერმინალი საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას,რადგან ტერიტორიაზე იგეგმება ფეთქებადი ნივთიერებების დასაწყობება რაც მაღალი რისკის შემცველია.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბათუმის ნავსადგურში ქიმიური ტერმინალის მშენებლობა უარყოფითად აისახება ტურიზმზეც. არმაზ ახვლედიანი ქიმიური ტერმინალის საქმესთან დაკავშირებით კორუფციულ გარიგებებზეც საუბრობს და ხელისუფლებას ადანაშაულებს.

დღის ამბები