19 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი ბადრი ესებუას მამის თქმით, მისი შვილი სახლში ოთხშაბათს დაბრუნდება

32 წლის ბადრი ესებუას საპოლიციო ძალები სამეგრელოში, ყველა მიმართულებით ეძებენ. პარალელურად მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ესებუას ოჯახის წევრების გამოკითხვა, სახლიდან გატანილია ნივთები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღის ბოლოს დაადასტურა, რომ სწორედ ესებუა ბრალდებული ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმასა და ყაჩაღობაში.

ბადრი ესებუას მამა შვილს ელოდება და აცხადებს, რომ ის თბილისშია და ოთხშაბათს უნდა მივიდეს სახლში. როგორც ის აცხადებს, მის შვილს ახლა ტელეფონი გათიშული აქვს, სხვა დეტალების შესახებ კი არაფერს ამბობს. 

საქმე გადაკვალიფიცირებულია და უკვე ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს. საუბარია კონკრეტულად სამ მუხლზე, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დღის ამბები