19 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
"ცილისწამებასთან გვაქვს საქმე, სტრესი აქვს" - გავრცელებული ინფორმაციით, დავით ხვიბლიანი ბრალდებების გამო სარჩელს ამზადებს

"კურიერი" ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მძევლად აყვანილი დავით ხვიბლიანის ოჯახში იმყოფებოდა. ხვიბლიანი მედიასთან კომენტარს აღარ აკეთებს.

ხვიბლიანის მეუღლის, თათია ტიბუას თქმით კი, ხვიბლიანი ხელფასს ნამდვილად ყოველი თვის 21 რიცხვში იღებს და სწორედ ამ მიზეზით იმყოფებოდა ის ბანკში. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ამზადებს სარჩელს ცრუ ბრალდებების გამო, თუმცა კონკრეტულად რა გეგმები აქვთ ხვიბლიანებს, მისი მეუღლე არ აკონკრეტებს.

"ცილისწამებასთან გვაქვს საქმე, ნამდვილად. თვითონ სტრესი აქვს ახლა, მე მგონი ძალიან მარტივი არის, რომ დაინახოთ, ძალიან რთულად არის. ჯერ ისიც ვერ მოუნელებია, რომ მძევალი იყო და მერე ცილისწამება ამდენი ხალხის და გარკვეული ჯგუფების მხრიდანაც.

21-ში ერიცხება ხელფასი და ამის დამტკიცება ძალიან მარტივია. ამ ადამიანმა თანხა აიღო. დათოს გარკვეული თანხა ეჭრება, თუმცა ისე, რომ საერთოდ ხელფასს ვერ იღებს და ტყუილად იყო მისული, სისულელეა. ოპერატორი სჭირდებოდა და რაღაც გადარიცხვებიც უნდა გაეკეთებინა, მათ შორის ჩემთვისაც უნდა ჩაერიცხა.

არ ჰქონია ჯერ კონსულტაციები ადვოკატთან, არ ვიცი ექნება თუ არა," - განაცხადა თათია ტიბუამ "კურიერთან" საუბრისას.

გარდა ამისა, "კურიერის" ინფორმაციით, ამ წუთებში ზუგდიდში ბადრი ესებუას მამა იკითხება.საქართველოს ბანკზე თავდასხმისთვის ძებნილის მშობელი სამხარეო პოლიციაში რამდენიმე საათის წინ მივიდა. სავარაუდოდ, ის ისაუბრებს, ბოლოს როდის ჰქონდა კომუნიკაცია შვილთან და საიდან ფლობს ოჯახი ინფორმაციას, რომ ესებუა თბილისიდან სოფელში დღეს დაბრუნდება.

დღის ამბები