"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ირაკლი ქადაგიშვილი "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი არა აქვს. მისი მონაცემები მას შემდეგ გაიგზავნა ლაბორატორიაში, რაც ერთ-ერთ პირს, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა, COVID-19 ლაბორატორიულად გამოუვლინდა.
"ქართული ოცნების" ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა, რომ ახლა იზოლაციაში იმყოფება და სახლის პირობებში გადის მკურნალობას.
რაც შეეხება იმ პირებს, ვისთანაც ირაკლი ქადაგიშვილს კონტაქტი ჰქონდა, ყველა მათგანის მონაცემები ლაბორატორიაშია გადაგზავნილია.
"ადამიანმა, რომელთანაც კონტაქტი მქონდა დამირეკა და მითხრა, რომ კოვიდი დამიდასტურდაო და აღმოჩნდა, რომ მეც მაქვს. ყველა გადამოწმდა, ვისთანაც კონტაქტი შეიძლებოდა რომ მქონოდა. მე უსიმპტომო ვარ და ახლა თავს ნორმალურად ვგრძნობ. ვარ იზოლაციაში," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.