08 სექტემბერი 2026,   06:20
ვრცლად
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპის კონტინენტზე არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით შეშფოთებულია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპის კონტინენტზე არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით შეშფოთებულია. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ევროპა კვლავ ეპიდემიის ეპიცენტრია.

დღეიდან საფრანგეთში ძალაში შევიდა საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. წლის განმავლობაში უკვე მეორედ, ფრანგები მომდევნო ერთი თვის განმავლობაში კარანტინის პირობებში იცხოვრებენ.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 6 თვით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა ესპანეთის პარლამენტმა.

იტალიაში კი, გასულ 24 საათში კორონავირუსის 27 ათასამდე შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

COVID-19-ის გამო, საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში კარანტინი ცხადდება. ახალი შეზღუდვები მომდევნო ერთი თვის განმავლობაში იქნება ძალაში.

კვლავ მზარდია სტატისტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქვეყენაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 89 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

დღის ამბები