19 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბადრი ესებუას სახლიდან მისი ტანსაცმელი ნივთმტკიცებულების სახით ამოიღეს

"კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას ოჯახში გუშინ გვიან ღამით სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. მათ სახლიდან ნივთმტკიცებულების სახით ის ტანსაცმელი ამოიღეს, რომელიც ბადრი ესებუას მედიაში გავრცელებულ კადრებში აცვია.

საუბარია იმ ჩანაწერზე, რომელიც 6 ოქტომბერს არის გაკეთებული და მასში ბადრი ესებუას მიერ სენაკის მუნიციპალიტეტში გადაადგილება არის ასახული.

სამართალდამცავებმა ამოღებული ტანსაცმელი ნივთმტკიცებად დალუქეს და საგამოძიებო უწყებაში გადაიტანეს.

დღის ამბები