COVID-19-ით გარდაცვალების 12 ფაქტიდან, ერთი შიდა ქართლში დაფიქსირდა. პაციენტი ხაშურის კოვიდკლინიკაში მკურნალობდა და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. 60 წლამდე ასაკის კოვიდინფიცირებული პირი კლინიკაში შეყვანისთანავე მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი.
"კურიერის" ინფორმაციით, ის ხაშურის კოვიდკლინიკაში ოკუპირებული ცხინვალიდან იყო გადმოყვანილი.