23 აპრილი 2024,   14:04
ვრცლად
მკვლელობა კახეთში - 56 წლის მამაკაცი გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავეს

მკვლელობა გურჯაანში - 55 წლის ქალი სასწრაფოს მისვლამდე შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, მას ჭრილობა საკუთარმა მეუღლემ გულის არეში მიაყენა.

მეუღლის მოკვლის შემდეგ ზაზა დათუნაშვილი ქუჩაში შეიარაღებული გავიდა და პირველივე შემხვედრი მეზობელი, საკუთარი სახლის ჭიშკართან მჯდომი მამაკაციც მოკლა. 47 წლის კახა სანიშვილიც ადგილზე გარდაიცვალა. დამნაშავემ ასევე კიდევ ორი ადამიანი დაჭრა. მათგან ერთ-ერთ მამაკაცს პირველადი დახმარება ჯერ რაიონულ კლინიკაში გაუწიეს, შემდგომი მკურნალობისთვის კი დედაქალაქში გადმოიყვანეს.

ადგილობრივებისთვის ორი პირის მკვლელობისა და ორი ადამიანის დაჭრის რეალური მოტივი უცნობია.  მოსახლეობის ნაწილი იხსენებს, რომ ზაზა დათუნაშვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და შესაბამის მკურნალობას იტარებდა. ამბობენ, რომ მამაკაცს სამი წლის წინ სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

ზაზა დათუნაშვილმა ტრაგედიის ადგილიდან მიმალვა საკუთარი ავტომობილით სცადა. სამართალდამცველებმა მამაკაცი ჩადენილი დანაშაულის შემდეგ რამდენიმე საათში დააკავეს. დამნაშავეს და გარდაცვლილ ქალს ორი შვილი ჰყავთ. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი დღეს სასწავლებლად პოლონეთში გაემგზავრა.

დღის ამბები