ზუგდიდში ამ დროისთვის ხმა ამომრჩევლების 30,4%-მა მისცა. ჯამში, საკუთარი არჩევანი სამი საათის მონაცემებით, 36 137-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა.
რაც შეეხება დარღვევებს, ზუგდიდის N67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი ამბობს, რომ საოლქოში სულ 9 საჩივარია შესული.
რაც შეეხება კოვიდუბნებს, ორი კოვიდუბნიდან ერთში კენჭისყრის პროცესი დასრულდა, მეორე ადგილას კი მიმდინარეობს.