19 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
"ქართული ოცნება" -48.16%, "ენმ - გაერთიანებული ოპოზიცია" - 27.12% - 19:00 საათის მონაცემებით დათვლილია 99.77% 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე საპარლამენტო არჩევნების შედეგები განახლდა. 19:00 საათის მონაცემებით, 3847 უბნიდან დათვლილია 3838 უბანი, რაც 99.77%-ს შეადგენს.

განახლებული მონაცემებით, პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი შემდეგია:

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 48.16% (924 733 ხმა) ;

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - 27.12% (520 806 ხმა) ;

"ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - 3.78% (72 539 ხმა) ;

"ლელო - მამუკა ხაზარაძე" - 3.16 (60 653 ხმა) % ;

"დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 3.15% (60 434 ხმა) ;

საარჩევნო ბლოკი "გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი" - 3.15% (60 423 ხმა) ;

"გირჩი" - 2.89% (55 503 ხმა) ;

"ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები" -1.33% (25 501 ხმა) ;

"შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია" -1% (19 217 ხმა).

დღის ამბები