17 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზეც უარს ამბობს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" მანდატებზე აჭარის უმაღლეს საბჭოშიც უარს ამბობს. 

ლევან ვარშალომიძე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მონაწილეობას არც მეორე ტურში მიიღებს.

"რეგიონში ოპოზიციამ მიიღო გაცილებით მეტი ხმა, ვიდრე "ქართულმა ოცნებამ", ამის მიუხედავად, "ქართული ოცნება" ორჯერ მეტი მანდატით შედის აჭარის უმაღლეს საბჭოში. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ემსახურე საქართველოს" სახელით მე, მედეა ვასაძე უარს ვაცხადებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის მანდატზე და ვრჩებით იმ ამომრჩეველთა ავანგარდში, რომლებმაც მხარი დაუჭირა რეგიონში "გაერთიანებულ ოპოზიციას,"- აცხადებს პარტია "ემსახურე საქართველოს" დამფუძნებელი, საარჩევნო ბლოკის "ენმ - ძალა ერთობაშია" წევრი მედეა ვასაძე.

"სადაც თქვენ კატასტროფული ექსპერიმენტები ჩაგვიტარეთ ბოლო წლების განმავლობაში, რა არ დამართეთ ბათუმს, ჩვენ ამან გაგვაერთიანა, მაგრამ ბოლო წერტილი დასვით, როცა 31 ოქტომბერს აჭარას, ბათუმს და მთელ საქართველოს მოპარეთ არჩევნები. ჩვენ, ოპოზიციას არ გვაქვს არანაირი გზა, სხვა არჩევანი, ბოლომდე კონსტიტუციური გზით დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი,"- აცხადებს პარლამენტის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" არმაზ ახვლედიანი.

დღის ამბები